www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას FSMS ლიდერის პოზიციაზე.

მდებარეობა: მანავი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ძირითადი საწარმოო პროცესების, ნორმების და წესების ცოდნა;
** სავალდებულოა საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
** სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის მიერ უვნებელი პროდუქტის დაგეგმვის სამუშაოების შესრულება.
** სურსათის უვნებლობის ჯგუფის მუშაობის დაგეგმვისა და კონტროლის სამუშაოების განხორციელება;
** კოორდინირება ხარისხის და სურსათის უვნებლობის სისტემის დოკუმენტაციის შექმნისათვის.
** სისტემის დოკუმენტების შედგენა და მართვა.საფრთხის ანალიზი, რისკის შეფასება და დოკუმენტირება;
** კრიტიკული საკონტროლო წერტილებისათვის HACCP-ის გეგმის შედგენა, მონიტორინგის სისტემის უზრუნველყოფა, საკონტროლო წერტილებისა და ლიმიტების განსაზღვრა, სისტემის შემუშავების, დანერგვისა და ფუნქციონირების თანმდევი სამუშაოების დაგეგმვა;
** HACCP-ის სისტემის შიდა აუდიტების შედეგის ანალიზი სურსათის უვნებლობის მიხედვით;
** კრიტიკული პროცესების გაზომვა და შეფასება სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით;
** სისტემის დოკუმენტაციის მოთხოვნებთან სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელების მოქმედების შეუსაბამობის ანალიზი და მაკორექტირებელი ღონისძიების შემუშავება.
** სურსათის უვნებლობის საკანონმდებლო მოთხოვნებთან პროდუქციის შეუსაბამობის და ტექნოლოგიური დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევების ანალიზი, მათ საფუძველზე მაკორექტირებელი ღონისძიებების შემუშავება
** ღვინისა და ბრენდის შუალედური კონტროლი, ღვინისა და ბრენდის კუპაჟების კონტროლი, მიღებული შეკვეთის გაანალიზება, ეტიკეტებისა და კონტურების დროული შეკვეთის კონტროლი, ლოტირებული სისტემის კონტროლი, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული საკითხების კონტროლი, აკრედირირებულ ლაბორატორიასთან ურთიერთობა და ანალიზების წარდგენა, ნედლეულის ხარისხის კონტროლი, ჩამოსხმული პროდუქციის კონტროლი.
** კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გაცნობა და კომპანიაში შესრულების უზრუნველყოფა;
** საქმიანობიდან გამომდინარე ანგარიშების წარდგენა.
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის სწორი მენეჯმენტი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების უნარები;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 20 აგვისტო.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "FSMS ლიდერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |