www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდის წარმომადგენელი
მომწოდებელი: ზებრა გრუპი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 1 აგვისტო

საბავშვო წიგნების გამომცემლობა "ზებრა" აცხადება ვაკანსიას ბრენდის წარმომადგენლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აქტიური მონაწილეობა პროდუქციის რეალიზაციის პროცესში;
** ურთიერთობა პარტნიორ კომპანიებთან;
** მონაწილეობა კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში;
** ზრუნვა კომპანიის (ბრენდის) განვითარებასა და ცნობადობის ასამაღლებლად.
** ციფრული სარეკლამო არხების მართვა;
** სხვადასხვა კვლევაში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ობიექტებში სიარული და პროდუქციის სათანადო, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად წარმოდგენის უზრუნველყოფა;
** აქტიური კომუნიკაცია კომპანიის კომერციულ მენეჯერთან ნებისმიერი საკითხის სწრაფად და ეფექტიანად გადასაწყვეტად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** გაყიდვების ან/და მარკეტინგის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** წიგნებისა და ბავშვთა სამყაროს მიმართ ინტერესი;
** მარკეტინგის პრინციპების ცოდნა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 5 სრული (8-საათიანი) დღე; დღის ერთი ნახევარი ოფისში, ხოლო მეორე ნახევარი - სავაჭრო ობიექტებზე.
ანაზღაურება: 950 ლარი (ხელზე ასაღები) + ტრანსპორტირების ხარჯი.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ 2021 წლის 1 აგვისტომდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@zebra-group.ge და "საგანში" (subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |