www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სექციის მენეჯერი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. "კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს თელავში, სექციის მენეჯერის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სექციის საოპერაციო პროცესების წარმართვა და გამართული მუშაობის კონტროლი
** სხვადასხვა სახის პროდუქციის განახლება, მომზადება, განთავსება
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
** დახლების რეგულარულად შევსების უზრუნველყოფა
** სექციაში შემავალი თანამშრომლების მართვა და კონტროლი
** დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
** მარაგების კონტროლი

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** შრომისმოყვარეობა და მაღალი მოტივაცია
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com და წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სექციის მენეჯერი - თელავი"
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |