www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი - ნახევარი განაკვეთი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის (ნახევარი განაკვეთი) თანამდებობაზე თელავში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე; შაბათი - მოთხოვნისამებრ (კვირაში 24 საათი).

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
** კლიენტების პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;
** არსებული პროდუქტების გაყიდვა;
** კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
** ქართული ენის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა;
** პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა;
** პროგრამაში, მონაცემითა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** ჯგუფური გასაუბრება;
** ტესტირება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 20.08.2021



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |