www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / განცხადების ვადა: 10 აგვისტო

შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "ჯითექსი" 14 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, OVS, Enzahome, Terranova, English Home, Matalan.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად, კომერციული მიმართულებით, კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომერციული საქმიანობის შესახებ, ფინანსური/არაფინანსური რეპორტების მომზადება, ანალიტიკური სამუშაოების შესრულება და წარდგენა;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი ბრენდ მენეჯერების მართვა/კოორდინირება და კონტროლი;
** გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** ბაზრის შესწავლა კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების გათვალისწინება დაგეგმარების პროცესში;
** ბრენდ პარტნიორებთან ერთად, პროცესების სტრატეგიული მართვა და მუდმივი კომუნიკაცია;
** ქსელში, მომსახურებისა და გაყიდვების სტანდარტების შემუშავება/დახვეწა და სიახლეების პრაქტიკაში დანერგვა;
** ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა ბიზნეს გეგმისა და მომხმარებლების საჭიროებების შესაბამისად;
** ახალი ბრენდ პარტნიორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მხარდაჭერა, მათ მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საცალო-სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა, როგორც ვერბალური, ისე წერილობითი კომუნიკაციის დონეზე;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:

** ერთმანეთის მხარდაჭერა;
** ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება;
** სიახლეებისადმი ღიაობა;
** იდეების/ინიციატივების ღიად გაზიარება;
** მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა.

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

სამუშაო გრაფიკი: სრული(09:00-18:00)
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@gtex.ge არაუგვიანეს 2021 წლის 10 აგვისტომდე.

ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "კომერციული დირექტორი".

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |