www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ადმინისტრატორი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

შპს "G&A Group"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი "ნობათის" გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერას" და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მდებარეობა: დიდი დიღომი, დ. თავდადებულის ქ. 29.
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის ახალი პროცესებისა და მოთხოვნების პროგრამაში ასახვისათვის საჭირო სქემების განხილვა, ოპტიმალური ვარიანტის ჩამოყალიბება და ტესტირება;
** პროგრამაში საჭირო დავალების, პროცედურისა და ფუნქციის შემუშავება/შექმნა, ტესტირება, გაშვება და შემდგომში მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** პროგრამაში, ორგანიზაციის მოთხოვნების მიხედვით, ცვლილებებისა და სიახლეების განხორციელება, ან/და დამატებითი მოდულების შექმნა-განვითარება;
** პროგრამის ხარვეზების გამოკვლევა და გასწორება; ვერსიების განახლება;
** ახალი მოდულების გარჩევა და აწყობა;
** კომპანიის თვის დახურვის პროცედურაში მონაწილეობა;
** საჭიროებისამებრ, სისტემის მომხმარებლებისთვის ტრენინგების ჩატარება, სისტემასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და ინსტრუქციების მომზადება;
** სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
** დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება;
** სისტემის პროვაიდერთან კომუნიკაცია.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია 1C ERP სისტემის ადმინისტრატორის დონეზე ცოდნა;
** ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A Group"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A Group"-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A Group"-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A Group"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "G&A Group"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს "G&A Group"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |