www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის/ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ფალავანი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

შპს "ფალავანი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის/ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2/C1 დონეზე აუცილებელია (როგორც წერილობით და ბეჭდვით, ასევე ვერბალურად)
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Word, MS PowerPoint…)
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** დისციპლინირებული და მოტივირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი
** სხარტად აზროვნებისა და მოქმედების უნარი
** ღვინის სფეროს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** Rs.ge და Portal.wine.gov.ge გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია
** კომპანიაში მიღებული დოკუმენტების, წერილების გამართულად აღრიცხვისა და შესაბამის პირებზე დროული გადაცემის უზრუნველყოფა
** ადმინისტრაციული შესყიდვების საჭიროებების მოგროვება, დაგეგმვა და შესყიდვების განხორციელება
** ოფისის აღჭურვილობის, ავეჯისა და სხვა ინვენტარის შეძენის ორგანიზება
** სხვადასხვა მარკეტინგული მასალების მომზადება
** კომპანიის სტუმრებისთვის ავიაბილეთების შეძენა, სასტუმროში განთავსება
** გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება/გამოფენაში მონაწილეობის მიღება
** ხელმძღვანელების უშუალო დავალებების შესრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: exportsalome@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " მარკეტინგის/ადმინისტრაციული მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

კანდიდატის შერჩევა მოხდება 3 საფეხურის გავლით:

1. შერჩევა რეზიუმეს საფუძველზე.
2. წერილობითი და ზეპირი ტესტირება ინგლისურ და რუსულ ენებში.
3. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ფინალური გასაუბრება.

შერჩეული კანდიდატი გაივლის 1 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას.
ხელფასი სტაჟირების პერიოდში: 600 ლარი, შტატში აყვანის შემდეგ დამოკიდებულია კანდიდატის ცოდნა/გამოცდილებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |