www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სუპერმარკეტების ქსელი "ზღაპარი" ორიენტირებულია მომხმარებლისათვის ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებაზე. ჩვენ აქტიურად ვაწვდით ჩვენს მომხმარებლებს საკუთარი წარმოების პროდუქციას.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი შრომისმოყვარე გუნდის წევრი შემოგვიერთდით მცხობლის პოზიციაზე ქალაქ სამტრედიასა და ქალაქ ფოთში.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას აღნიშნულ პოზიციაზე, რადგან სწავლება მოხდება ადგილზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პურის სხვადასხვა სახეობის გამოცხობა-ქურაში;
** დახლების რეგულარული შევსება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** სისუფთავის დაცვა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი 08:00-17:00
** დასვენების დღე: კვირა
** ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები) + % გაყიდვებიდან.

მოთხოვნები:

** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** მოწესრიგებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია შემდეგ ელ. მისამართზე hr@zgapari.ge ან დაგვირეკეთ 577 23 33 25

ვაკანსიის განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |