www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ზღაპარი" კომპანიაა სადაც: გვესმის მომხმარებლების და ვცდილობთ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას; ვქმნით თბილ და მეგობრულ გარემოს; პატივს ვცემთ ერთმანეთს და გვაქვს სწავლის სურვილი; ვართ ენერგიულები, არ გვაშინებს კითხვების დასმა და რაც მთავარია გამოვხატავთ მადლიერებას ერთმანეთის მიმართ.

თუ თვლით რომ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს და გაქვთ კომპეტენცია წარმატებით გაართვათ თავი დაკისრებულ მოვალეობას შემოგვიერთდით ფინანსური რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ერთად შევქმნათ თქვენი წარმატება ჩვენს გუნდში!

თქვენი საქმიანობის მიზანი იქნება: დაიცვათ კომპანიის აქტივები, როგორც ფილიალებში ასევე ცენტრალურ ოფისში, საწყობსა და საწარმოში.

ძირითადი მოვალეობებია:

** წლიური გეგმის წარმოდგენა, რომელიც უზრუნველყოფს ინვენტარიზაციით აღმოჩენილი ზარალის 0, 25% მდე დაწევას წმინდა რეალიზაციასთან მიმართებაში;
** კომპანიის მოწყობილობების მართვა/მენეჯმენტი;
** ინვენტარიზაციის ხარისხის და სისწორის კონტროლი;
** კომპანიის ფინანსური აქტივების და მარაგების დაცვის უზრუნველყოფა;
** ცენტრალური მონიტორინგის სისტემის შექმნა;
** ფილიალის მენეჯერების და ყველა მენეჯერის ტრენინგი ფინანსური რისკების თავიდან არიდების მიზნით;
** ქურდობის აქტებთან მიმართებაში პროტოკოლის შექმნა, პოლიციასთან ინტერაქცია;
** როცესების შემუშავება პოლიციასთან, აქტიური პრევენციული ზომების დანერგვა/ცნობიერების ამაღლება სოციუმში და თანამშრომლებს შორის ამ კუთხით;
** ფულის და მარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ფილიალებში;
** დაქვემდებარებულ პირთა შერჩევა დატრენინგება;
** ფინანსური რისკების პრევენციის მიზნით პროცესების დანერგვა ცენტრალურ საწყობში, ფილიალებში და წარმოებაში;
** ნებისმიერი პროდუქციის შიდა გადაზიდვების პროცესების კონტროლის სისტემის შექმნა.

ძირითადი კომპეტენციები:

** ეფექტური შეთავსება კომპანიაში რამდენიმე პოზიციის, გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღებაში თავდაჯერებულობა და დასაბუთების უნარი;
** დაგეგმარების და ბიუჯეტირების უნარი.

განათლება და გამოცდილება:

** აიტის საკითხებში კომპეტენცია, ასევე WMS-ში, ERP-ში და CRM-ში;
** კარგი ურთიერთობა ძალოვან სტრუქტურებთან;
** მიმდინარე სისხლის სამართლის კოდექსის ცოდნა (სასურველია);
** გუნდის მართვის უნარი;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან ძალოვან სტრუქტურაში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 და შაბათი 10:00-15:30.
** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის მოთხოვნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ აპლიკაცია შემდეგ ელ. მისამართზე hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2021 წლის 30 სექტემბრისა. გთხოვთ. ასევე მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |