www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ეძებს გუნდის ახალ წევრებს IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კორპორაციის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International)-ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი.

სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:

პროექტის ინიცირების ფაზიდან დახურვის ფაზამდე სრული პროცესის მართვა:

** პროექტის ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და შესაძლო ტექნიკური გადაწყვეტილებების შერჩევა;
** ამოცანის დეტალური ანალიზი და დამკვეთისთვის ტექნიკური დავალების შედგენა;
** ცვლილებების დანერგვა სატესტო გარემოზე (იმპლემენტაცია) და ტესტირების პროცესის კოორდინირება;
** პროექტის მსვლელობის მანძილზე აქტიური კომუნიკაცია პროექტის გუნდთან, დამკვეთებთან და მომწოდებლებთან;
** კორპორატიული პოლიტიკისა და სტანდარტების დაცვა.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება;
** საბანკო/საბარათე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია).

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტულობის უნარი;
** პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
** ინიციატივა, გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 სექტემბერი, 2021 წ.

შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

2021 წლის 4 ოქტომბრამდე კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვისი რეზიუმეც მეტად შესაბამისია მოთხოვნებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |