www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://ahtbilisi.com

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მედიკამენტების ფარმაკოლოგიური ჯგუფების, მოქმედების მექანიზმების ცოდნა
** მედიკამენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის შესაბამისი სამსახურებისთვის საჭიროებისამებრ მიწოდება, სატელეფონო, ელექტრონული თუ სხვა საშუალებებით
** კლინიკის აფთიაქში შემოსული მოთხოვნების ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება
** პროდუქციის ნაშთების და მარაგების კონტროლი და აღწერა, მისი ელექტრონულ ბაზასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** პროდუქციის განთავსება მათთვის განსაზღვრულ ადგილზე, მათი ინსტრუქციის შესაბამისად. ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით მარკირება რათა დაცული იყოს ტემპერატურა, ტენიანობა, მათი ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა
** ზემდგომი პირ(ებ)ისგან მოცემული სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება
** კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა
** აფთიაქში სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების დაცვა

მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება, მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
** ფარმაცევტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; კლინიკის აფთიაქში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა B1 ან B2 დონეზე

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გაწონასწორებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** წესრიგის დაცვა
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com.

აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |