www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: აგროქიზიყი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

კომპანია "აგროქიზიყი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია "აგროქიზიყი" 2011 წლიდან მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის
მიმართულებით. მისი ძირითადი საქმიანობის სფეროა ფერმერული მეურნეობა და ცხოველებისათვის კომბინირებული საკვების წარმოება.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება და კონტროლი;
** ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ბიოლოგიური აქტივების, ძირითადი საშუალებების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი;
** ხელფასის აღრიცხვა და კონტროლი;
** ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
** დებიტორულ/კრედიტორული ანგარიშების კონტროლი;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კონტროლი და მათ მიერ გატარებული ოპერაციების სისწორის გადამოწმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამ) წლიანი გამოცდილება, სასურველია წარმოების კუთხით გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** 1C ან/და INFINATI პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე
ელექტრონული ფოსტით მისამართზე: mail@farmers.ge და "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |