www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Front-End დეველოპერი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას Front-End დეველოპერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** React და React Native ბიბლიოთეკების გამოყენებით სუფთა კოდის წერა
** არქიტექტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება
** პროექტის გამართვა, დაბილდვა და მოვლა
** UI დიზაინის, მაღალი სიზუსტით კოდში გადატანა
** სუფთა, თანამედროვე ანიმაციების შექმნა
** Third-party API-ს ინტეგრაცია
** აპლიკაციის დაფაბლიშება IOS and Google Play stores-ზე
** საჭიროების შემთხვევაში Native მოდულებთან მუშაობა
** ** გუნდთან ერთად მუშაობა, რომელიც შედგება სხვა React/ React-Native დეველოპერებისგან, დიზაინერებისგან, ტესტერებისგან და პროექტ მენეჯერისგან
დიდ და რთულ სისტემებთან მუშაობის უნარი

მოთხოვნები:

** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება React და React Native-თან
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დეველოპმენტის მიმართულებით
** React/React-Native ბიბლიოთეკების ცოდნა
** Redux / Redux-Saga ბიბლიოთეკების ცოდნა
** Git-დან მუშაობის გამოცდილება
** Swift, Objective C და Java-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატებისთვის, სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: it.recruiting@procreditbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი 2021 წელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს "პროკრედიტ ჯგუფში" შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr.department@procreditbank.ge

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; info@procreditbank.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |