www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

მაღაზიათა ქსელი" ზღაპარი" გთავაზობთ დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას თქვენთვის მოსახერხებელი სამუშაო განაკვეთით და ხელსაყრელი პირობებით ქალაქ ფოთში.

გახდით ჩვენი გუნდის აქტიური წევრი, ერთად ვიზრუნოთ თქვენს კარიერულ განვითარებაზე.

გამოუცდელ კადრებს ჩვენ ვთავაზობთ ანაზღაურებად გადამზადების ერთ თვიან ეტაპს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** განლაგებული პროდუქციის სისწორის კონტროლი;
** პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** წესრიგისა და სისუფთავის დაცვის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიღება მომწოდებლებისაგან;
** სავაჭრო დარბაზში პერსონალის ქცევის კონტროლი.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** სავალდებულოა ოფის-პროგრამების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფი აზროვნების უნარი
** დაკვირვების უნარი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გუნდის მართვის უნარი

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული(ცვლები) 08:00-15:30 ან 15:30-23:00
** დასვენების დღე: კვირაში ერთი
** ანაზღაურება: 600-700 ლარი

აღნიშნული პოზიციით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2021 წლის 2 ოქტომბრისა. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ფილიალი და ვაკანსიის დასახელება.

ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შერჩევა მოხდება ონლაინ გასაუბრების საფუძველზე.

"ზღაპრის" გუნდი გისურვებთ წარმატებებს და გელის შენც!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |