www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერასმუს მობილობის მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერასმუს მობილობის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: გურამიშვილის გამზირი 78
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი, შესვენება 14:00-15:00 საათი.
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები).
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო დონეზე პოტენციური პარტნიორი უნივერსიტეტებისა გამოვლენა, ბაზის შექმნა და მათზე ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** უნივერსიტეტის ერასმუს+ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფა, კერძოდ პოტენციურ პარტნიორ უნივერსიტეტებთან შესაბამისი კომუნიკაციის წარმოება და საერთაშორისო კრედიტ მობილობის ხელშეკრულებების გაფორმება;
** გაცვლითი პროგრამებით უნივერსიტეტში ჩამოსული საერთაშორისო სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საინფორმაციო-ლოჯისტიკური მომსახურება და მხარდაჭერა ინტეგრაციის პროცესში;
** პარტნიორი უნივერსიტეტებიდან კვალიფიციური აკადემიური პერსონალის მოწვევა ექსტრაკურიკულარული აქტივობებისთვის, როგორიცაა საერთაშორისო ვებინარები, მასტერკლასები და სხვა. ** ფაკულტეტიდან შესაბამისი დაკვეთის შემთხვევაში კი პროგრამული ლექციების წასაძღოლად.
** საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების, კონფერენციებისა და სხვა რელევანტური საერთაშორისო აქტივობების შესახებ სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის რეგულარული ინფორმირება, როგორც ელ.ფოსტის საშუალებით, ისე საინფორმაციო შეხვედრების გამართვის გზით;
** განსაზღვრული პერიოდულობით უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მითითებით, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 1 წლიანი;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის ცოდნა (Word - ძალიან კარგი, Excel - კარგი, PowerPoint - ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახლება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |