www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გეოდეზისტი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

შპს "Construction Service" (http://www.cs.ge/ge) აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი (პროექტის მიხედვით მივლინებები სხვადასხვა რეგიონებში)
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: ცოდნისა და კვალიფიკაციის მიხედვით

სამუშაოს აღწერილობა და ფუნქცია-მოვალეობები:

** გეოდეზიური აზომვების განხორციელება და შესაბამისი ნახაზების მომზადება;
** მიწის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება;
** პერიოდული გეოდეზიური მონიტორინგის განხორციელება;
** ნახაზში მითითებული და არსებული რელიეფის შედარება და შესაბამისობის დადგენა;
** პროექტისთვის საჭირო არსებული გრუნტების რეზერვების ყოველთვიური აზომვა და ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ინჟინერ-გეოდეზისტის მიმართულებით;

** გეოდეზისტად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საპროექტო ნახაზების კითხვის უნარი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** ყურადღებიანობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
** ტექნიკური გონება,
** ამტანობა.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული СV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@cs.ge 2021 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |