www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო მარკეტინგის კოორდინატორი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

"სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი.

სამუშაოს მიზანი:

** კომპანიის მარკეტინგული და სამედიცინო ხასიათის კონტენტის შექმნა და განთავსება მარკეტინგული მხარდაჭერის არხებზე.
** კომპანიის მარკეტინგული და სამედიცინო პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება: მედიცინა/ფარმაცია;
** ინგლისური/რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულოა);
** ფარმაცევტულ/სამედიცინო კომპანიაში პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო წარმომადგენლებისა და ექთნების გუნდის მომზადება და მხარდაჭერა სამედიცინო და/ან მარკეტინგული შინაარსის ინფორმაციით;
** პაციენტებზე და/ან ექიმებზე ორიენტირებული საინფორმაციო მასალის შემუშავება;
** სოციალური მედიისა და ვებსაიტის ყველა აქტივობის მართვა;
** ექიმებთან /პაციენტებთან ურთიერთობა (მათ შორის პრობლემური საკითხების გადაწყვეტა);
** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება;
** ბაზარზე სერვისის/პროდუქტის ცნობადობის და სერვისზე/პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების პერსონალის დატრენინგება; პროდუქტის/სერვისის შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
** გაყიდვების პერსონალის კოორდინირება სამუშაო გეგმის განხორციელების მიზნით;
** საკომუნიკაციო არხების მონიტორინგი და მათი ეფექტური გამოყენების კონტროლი;
** ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; პროდუქტის დანერგვა/განვითარება;
** შეინარჩუნოს სინევოს რეპუტაციის მაღალი დონე სამედიცინო საზოგადოებაში.

სამუშაო პირობები:

** საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
** გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ მზარდ ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
** სოციალური პაკეტი - კორპორაციული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა.

სხვა: პოზიცია ანგარიშვალდებულია გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ, მუშა გარემოს და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები- CV ფოტოსურათით (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: vacancy@synevo.ge. Subject-ში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.synevo.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |