www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: AML სპეციალისტის
მომწოდებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 18 სექტემბერი

შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას AML სპეციალისტის თანამდებობაზე (თბილისი).

სავალდებულო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ფინანსური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში;
** ინგლისური ენის კარგ დონეზე ფლობა;
** Microsoft Office (Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** საქართველოს კანონმდებლობის ზედმიწევნით ცოდნა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა კონტროლის წესების და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და საჭიროების შემთხვევაში, მათი განახლება;
** ორგანიზაციული რისკის შეფასება, ანალიზი და მართვა;
** ფულის გათეთრების წინააღმდეგ შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების პროცესის მართვა;
** კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებულ პროცესებზე სათანადო კონტროლის უზრუნველყოფა.
** იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** კონტრაქტორთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა/შესრულების კონტროლი;
** საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ზედამხედველი ორგანოს მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულება;
** ფულის გათეთრების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და გათვალისწინება;
** მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენა ანგარიშგების შესაბამისი ფორმით;
** "საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით" გათვალისწინებული ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა;
** რელევანტური კანონმდებლობის და მასში შეტანილი ცვლილებების მონიტორინგი, AML კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება და იმპლემენტაცია.

სამუშაო დღეები: ორშაბათი პარასკევი
სამუშაო დრო: 10:00-19:00
ანაზღაურება: დარიცხული 1400 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2021 წლის 18 სექტემბრამდე (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |