www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ-გვერდის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: გამომცემლობა პალიტრა L
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას ვებ-გვერდის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

გამომცემლობა პალიტრა L დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.

გამომცემლობა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში; თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Desney, HarperCollins, Penguin Random House და სხვა. პალიტრა L - მა განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტები, როგორიცაა : "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია", "ლიბერთინსი", "ლურჯი ოკეანე" და სხვა.

თუ გაინტერესებს ქართული და მსოფლიო ლიტერატურა, თავს მიიჩნევ მკითხველად და გამომცემლობაში მუშაობა გინდა, ეს ვაკანსია შენთვისაა.

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0x8766005056a2625311ec04cbdb7d73d5

ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge
"subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24 სექტემბერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |