www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა ტრენერი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში შიდა ტრენერის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.citadeli.com

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციაში ტრენინგ საჭიროებების კვლევა;
** კვლევის საფუძველზე შესაბამისი ტრენინგების დაგეგმვა და მათი ჩატარების ორგანიზება;
** ტრენინგ-პროგრამების მომზადება კომპანიის სპეციფიკაციის გათვალისწინებით (მომსახურებისა და პიროვნული უნარ-ჩვევების მიმართულებით) და ჩატარება;
** ტრენინგის შედეგების ანალიზი და შედეგების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალური მეცნიერებების კუთხით;
** ტრენერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული/ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა აუცილებელია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |