www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კროკობეთი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

კომპანია კროკობეთი (crocobet.com) ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა აზარტული თამაშების სფეროში.

ჩვენი გუნდი განაგრძობს ზრდას და აცხადებს ვაკანსიას ქსელების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ქსელური სერვისების, მოწყობილობების და ინფორმაციულ ტექნოლოგიური კომუნიკაციების ინსტალაცია, კონფიგურაცია, მართვა.
** საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და შესაბამისი სისტემების ინსტალაცია-კონფიგურირება და უსაფრთხოების მონიტორინგი.
** ქსელის წარმადობის კონტროლი და ქსელური რესურსების ეფექტური გამოყენება.
** სერვერული და კორპორატიული ქსელის მოწყობა/მართვა.
** კიბერ უსაფრთხოების და რეგულარული თავსებადობის მენეჯმენტი.
** ქსელის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
** პარტნიორ კომპანიებთან VPN გვირაბების აწყობა, კონფიგურაცია და მართვა.
** მომხმარებლების მოშორებული წვდომის უზრუნველყოფა, როგორიცაა VPN, ორი დონის აუთენთიფიკაცია.
** ქსელის, მომხმარებლების და მათთან დაკავშირებული აქტივობების, მოვლენების ზედამხედველობა.
** ქსელურ ინფრასტრუქტურაში პრობლემების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
** ქსელების ადმინისტრირების დოკუმენტაციის წარმოება.

მოთხოვნები:

** ქსელების ადმინისტრატორად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ქსელური მოწყობილობების (Cisco, Mikrotik, Juniper, Aruba) აპარატურული და პროგრამული კონფიგურაცია, ადმინისტრირება, მონიტორინგი;
** ქსელური კომუტატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: VLANs, VTP, DTP, STP, RSTP, MSTP, EtherChannel, PAgP, LACP, Stackwise, VSS, PortSecurity, 802.1x, SPANRSPAN;
** ქსელური მარშუტიზატორის საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: BGP, EIGRP, OSPF, VRF, PBR, HSRP, VRRP, GLBP, IP Sla, ACL, ZBF;
** VPN ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება: SSL VPN, DMVPN, GRE, IPSec, CryptoMaps, FlexVPN, Anyconnect, OpenVPN;
** AAA, Tacacs, Radius, LDAP, Netflow, SNMP, Syslog;
** მონიტორინგისა და ავტომატიზაციის ხელსაწყოების საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** NG Firewall-ებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** პრობლემაზე კონცენტრაციის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვებას;
** კორპორატიულ დაზღვევას;

დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: jobs@crocobet.com და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |