www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry" თბილისში, თემქის ფილიალში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თემქა, ზღვის უბანი, ისაკიანის #1 (ჯერარსის კლინიკის უკან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით
საწყისი ანაზღაურება: 700 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის წარმართვა: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** მიღებული პროდუქციის დახარისხება და დასაწყობება;
** სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
** პროდუქციის ვადების კონტროლი, საწყობის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგების აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, მისი თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
** საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი ან მსგავსი).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |