www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: TNO
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

შპს "საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრე" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილია N21;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე).
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა.

სამუშაოს აღწერილობა:

** ოფიციალურად შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი, აღრიცხვა, დისტრიბუცია;
** ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე ან/და ელექტრონული ფორმით მიღებულ სხვა მომართვებზე პასუხების გაცემა/მომზადება;
** საოფისე კორესპონდენციის მართვა, მათ შორის, გასული კორესპონდენციის ადრესატებთან გაგზავნა საფოსტო-საკურიერო სერვისით ან/და მათთვის სხვა ოფიციალური არხებით მიწოდება;
** მივლინების პროცესის დაგეგმვა და მართვა (მათ შორის, ავიაბილეთების და სასტუმროების დაჯავშნა);
** ცალკეულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ღონისძიებების დაგეგმვა და შეხვედრების ორგანიზება;
** თანამშრომელთა შვებულებების მონიტორინგი, სამუშაოს აღრიცხვის ფორმების წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, სხვა ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი (ბაკალავრიატი);
** ენები: აუცილებელია ინგლისური ენის (ვერბალური და წერილობითი) ცოდნა. სასურველია რუსული ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
** პროგრამები: აუცილებელია საოფისე პროგრამულ პაკეტში შემავალი (Microsoft word, excel, Powerpoint, outlook) პროგრამების ცოდნა.

სასურველია მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

აუცილებელი უნარები:

** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური განაწილების უნარი;
** პროფილური სამუშაო სპეციფიკის დამოუკიდებლად გაძღოლისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tno.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 სექტემბრისა. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის ზუსტი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა:

დაგვიანებით წარმოდგენილი რეზიუმე (CV) არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
გთხოვთ, არ წარმოადგინოთ რეზიუმე (CV), თუ თქვენი განათლება an/და კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო და საგანმანათლებლო მოთხოვნებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |