www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: GeoAuto
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"GeoAuto" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"GeoAuto" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც 2009 წლიდან მოღვაწეობს საავტომობილო მომსახურეობის სფეროში. საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ავტომობილების, სკუტერებისა, მოტოციკლეტების, მოპედების, სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების და მიკროავტობუსების ფირით (კარბონით) შეფუთვა, დასტიკერების სამუშაოები.ასევე გვაქვს სარეკლამო კომპანია.

სამუშაო გრაფიკი: 11:00 - 18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული: 600 ლარიდან + ბონუსური სისტემა

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** არსებული კორპორატიული პარტნიორების შენარჩუნება, მათთვის სრულყოფილი სერვისის შეთავაზებით;
** პარტნიორი კომპანიებთან მუდმივი მუშაობა და სხვადასხვა გაყიდვების კამპანიების და სიახლეების დანერგვა;
** კონკურენტი კომპანიების ანალიზი, ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით;
** გუნდთან ერთად კამპანიების შემუშავება და დანერგვა;
** კომპანიის პროდუქტების და სერვისების განვითარებაზე მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 45 წლამდე;
** გაყიდვების ან მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ციფრული პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და/ან მარკეტინგის მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების და გაყიდვების წარმოების უნარი;
** აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი

პიროვნული თვისებები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარი.
** სხარტი აზროვნების უნარი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geoauto2009@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

ტელ: 555372037



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |