www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Solid Group
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"Solid Group" - ჰოლდინგი, რომელიც ორიენტირებულია ჯანმრთელობაზე, ხარისხის პროდუქციის გაყიდვასა და სამედიცინო მომსახურების დონის ამაღლებაზე. კომპანია ჩართულია სამედიცინო კონფერენციებსა და საქველმოქმედო აქციებში.

"Solid Group"-ის ძირითადი მიმართულებებია სამედიცინო დაწესებულებების კომპლექსური მომარაგება უმაღლესი ხარისხის ლაბორატორიული სპექტრის სრული შემადგენლობით, რეაგენტებით, ტესტის სისტემებით, სახარჯი მასალებით და ანალიზატორებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორაციული მომხმარებლის მომსახურება;
** მარკეტინგული საქმიანობის მიმდინარეობის მონიტორინგი და ანგარიშგება;
** ბაზრის ანალიზი და მასზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება მენეჯმენტისა და გაყიდვების სამსახურისთვის;
** კორპორაციული კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის შენარჩუნება/გაუმჯობესება;
** პოტენციურ კორპორაციულ კლიენტებთან ვიზიტები და პროდუქტის პრეზენტაციები;
** მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება;
** პროდუქციის განაწილების არხების ანალიზი;
** ბიუჯეტის შედგენა და მარკეტინგული საქმიანობის კონტროლი;
** სოციალური ქსელების მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა(მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე);
** გაყიდვების გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** მოტივირებული, პოზიტიური, შრომისმოყვარე და კონკურენტუნარიანი;
** მოსმენის უნარი;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** თავდაჯერებული და მიზანზე ორიენტირებული;
** შემოქმედებითი და გონებაგახსნილი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@solidgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება("გაყიდვების მენეჯერი").



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |