www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეკვეთების კოორდინატორი
მომწოდებელი: department.ge
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"Department.ge" ქართულ-ამერიკული ონლაინ-გაყიდვებისა და სერვისის კომპანიაა, რომელიც 2019 წელს დაარსდა. კომპანია უზრუნველყოფს მეორადი მანქანების ნაწილების ონლაინ არხებითა და B2C გაყიდვებს, ასევე, მანქანების დამკვეთისთვის მიწოდების სერვისს ამერიკის ტერიტორიაზე.

კომპანია "Department.ge" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების კოორდინატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიღების ტექნიკური მხარდაჭერა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
** შეკვეთის მიღებიდან ადრესატამდე მიტანის პროცესის გამართულად მუშაობის კონტროლი
შეკვეთების დროულად და სრულყოფილად მომზადების კოორდინაცია;
** ტრანსპორტირებისა და მიწოდების ჯაჭვის ციკლის ხარისხიანად და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სატრანსპორტო/მიწოდების ქსელში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენა B2 დონეზე;

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** პრიორიტეტების სწორად დასახვა;
** უკუკავშირის მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენთან თანამშრომლობის მსურველებს გთავაზობთ:

** გლობალურ და ინოვაციურ კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო 1 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@department.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |