www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიქსოლოგი
მომწოდებელი: რესტორანი ლოლიტა
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

რესტორანი "ლოლიტა" აცხადებს ვაკანსიას მიქსოლოგის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება, სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად;
** სასმელების ინგრედიენტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
** სტუმრებისთვის ყოველდღიური შეთავაზებების გაცნობა;
** გადახდების შემოწმება;
** ბარში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ბარის დახურვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის გაზიარება;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 12 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi@roomshotels.com

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |