www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - მარკეტინგის მართვა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"კავკასიის ბიზნესის სკოლა" (CSB) და "კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს - "მარკეტინგის მართვა".

მიმოხილვა:

ტრენინგი "მარკეტინგის რაობა" - პრაქტიკული ტრენინგი, რომელიც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას შეიქმნან რეალური წარმოდგენა მარკეტინგის მართვის პრინციპებზე; მონაწილეები აღმოაჩენენ მარკეტინგის როლის მნიშვნელობას კომპანიის ბიზნეს-პროცესებში, კერძოდ აღმოაჩენენ, რომ მარკეტინგის ფუნქცია არ არის მხოლოდ კომუნიკაცია და არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროცესები რომელშიც მარკეტინგი დიდ როლს თამაშობს.

ეს არის პრაქტიკული კურსი, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ზოგადი თეორიითა და რეალური ბიზნეს-სიტუაციებით შეისწავლიან თემატიკაში მოცემულ საკითხებს.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (CSB) კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივი სერტიფიკატს

თემატიკა:

** რა არის მარკეტინგი, მისი როლი და მნიშვნელობა კომპანიებისათვის
** სეგმენტაცია/მიზნობრივი ბაზარი/პოზიციონირება
** მარკეტინგული მიქსი
** მარკეტინგული კვლევა
** ახალი პროდუქტის განვითარება
** ბრენდინგი
** მომსახურების მარკეტინგი - GAP ანალიზი
** ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია
** SWOT vs. TOWS ანალიზი
** პიროვნების მარკეტინგი და ბრენდინგი
** კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლი მარკეტინგში და Cause მარკეტინგი
** სოციალური მედია

ტრენერი: ელენე ჯღარკავა
სამუშაო ადგილი/პოზიცია: კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლის დეკანი

განრიგი:

** ტრენინგის დასაწყისი: 11 ოქტომბერი
** კურსის ხანგრძლივობა: 24 საათი (8 შეხვედრა)
** ტრენინგის პერიოდულობა: ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი
** ტრენინგის დრო: ორშაბათი 19:00-22:00

საფასური და რეგისტრაცია:

** ტრენინგის ღირებულება 700 ლარი
** გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში მოქმედებს 10% ფასდაკლება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნანუკა სუჯაშვილი
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 599457447
ტელ.: 2377777 (433)
ელ-ფოსტა: nsujashvili@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |