www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: HSE Group
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

მომ"HSE Group" წოდებელი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

"HSE Group" საქართველოს ბაზარზე კომპანიებს სთავაზობს შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით საკონსულტაციო და აუთსორს მომსახურებას. კომპანია თანამშრომლობს ცნობილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან: ავერსის კლინიკები, Wizz Air Georgia, City Mall, ინსტა, GD Alco, ფაბრიკა 1900, ფავორიტი, ხორცპროდუქტების კომპანია ვაკე და ა.შ.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას და საინტერესო სამოტივაციო სისტემას.

რას მოიცავს თქვენი სამუშაო?

** მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმარება;
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ბაზრის ანალიზის საფუძველზე მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა/შესრულება, რომლის მთავარი მიზანიც ახალი პოტენციური მომხმარებლების მოზიდვაა;
** სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი ;
** სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნა;
** Facebook, Linkedin-ის სოციალური გვერდების გამართვა და ადმინისტრირება;
** E-mail მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიების დაგეგმვა/შესრულებაში მონაწილეობის მიღებას;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება/შესრულებას;
** სხვადასხვა მარკეტინგული მატერიალების შექმნა;
** სხვა მარკეტინგული სამუშაოს შესრულებას საჭიროებისამებრ.

რა საკვალიფიკაციო ცოდნა და გამოცდილება მოგეთხოვებათ?

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), Adobe Photoshop; Adobe Illustrator;
** კრეატიული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფად შესწავლის და ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** დამატებით: ჯანმრთელობის დაზღვევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@hsegroup.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მარკეტინგის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |