www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი/მუშა
მომწოდებელი: ესპანო
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "ესპანო" ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2012 წლიდან და ცნობილია სამარკო ნიშნით "ესპანური სახლი".

კომპანია მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს ესპანური ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე (თიხა, ფაიფური) დამზადებულ კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტებს, წებო ცემენტებს, ონკანებს, ასევე ლამინატებს და სხვა ორიგინალ სარემონტო მასალებს.

კომპანია "ესპანო"-ს გუნდი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ინოვაციებზე, ხარისხით შედეგის უზრუნველყოფაზე და მინიმალურ სარეალიზაციო ფასებზე.

კომპანიის სერვისის უპირატესობებია: მომხმარებლისადმი გულისხმიერი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ყოველთვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ; კომპანიის გამოცდილებით და, რა თქმა უნდა, მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით სრულყოფილი, ევროპული დონის კონსულტაცია.

კომპანია "ესპანო" აცხადებს ვაკანსიას მამაკაცებისთვის საწყობის თანამშრომლის (მუშის) პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია საშუალო განათლება;
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** კეთილსინდისიერი, დისციპლინირებული, პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დასაწყობება და რეალიზაციის შემდგომ კლიენტისთვის გაყიდული საქონლის მიწოდება;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება.

კომპანია გთავაზობთ:

** კომფორტულ, საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** სამუშაო საათები: 09:15-დან 18:15-მდე;
** დასვენების დღეები: შეთანხმებით მენეჯერთან (თვეში ხუთი დღე სურვილის მიხედვით).

მისამართი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #124
ანაზღაურება: 750-დან 1000-მდე ლარამდე, შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: espano2012@gmail.com

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: http://www.espano.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |