www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი
მომწოდებელი: იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

"იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი" აცხადებს პოსტერებისა და სლოგანების კონკურსს, ახალგაზრდების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნეთ პოსტერი/სლოგანი შემდეგ ელექტრონული მისამართზე: FSLE.legaleducation@gmail.com არაუგვიანეს 25 სექტემბრის 18:00 საათისა.

კონკურსის მიზანია შეიქმნას საკომუნიკაციო მესიჯის შინაარსის მქონე პოსტერი და შთამაგონებელი სლოგანი, რომელიც ახალგაზრდების არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს.

პრიზები: საუკეთესო პოსტერის ავტორი და საუკეთესო სლოგანის ავტორს საჩუქრად გადაეცემათ თბილისის კომუნიკაციის სკოლის სასწავლო კურსი.

პოსტერების კონკურსი:

** პოსტერის ზომა უნდა შეესაბამებოდეს A4 ფორმატს.
** პოსტერი არ უნდა შეიცავდეს ძალადობისა და დისკრიმინაციის შინაარსს.

სლოგანების კონკურსი:

** სლოგანი უნდა იყოს მოკლე, მარტივი და ადვილად გასაგები.
** სლოგანი არ უნდა შეიცავდეს ძალადობისა და დისკრიმინაციის შინაარსს.

ტონი: შთამაგონებელი, მოტივაციის მიმცემი, საგანმანათლებლო, არაფორმალური.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: FSLE.legaleducation@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |