www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: კოპალა მარკეტი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

გაყიდვების კომპანია "კოპალა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე პირადი ავტომობილით.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომელსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** კარგი კომუნიკაციის უნარი, მომხმარებლების მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ანალიზი და მათთვის ოპტიმალური ვარიანტის, გადაწყვეტის შეთავაზების უნარი;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** ენების ცოდნა: ქართული - კარგად, რუსული - დამაკმაყოფილებელ დონეზე;
** საოფისე პროგრამების - MS Office-ს ცოდნა;
** სასურველია აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია პირადი ავტომობილი.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური, გაყიდვების სფეროთი დაინტერესებული და აქტიური;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მუდმივი მუშაობა კორპორატიულ მომხმარებელთან, მათი ეფექტიანი და თავაზიანი მომსახურება;
** პროდუქტების მისამართებზე მიწოდება, რეალიზაცია. დამხმარეებს ტვირთის გადმოტანა, დარიგება ობიექტებზე;
** კომპანიის პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა, მოძიება და შეთავაზება პოტენციურ მომხმარებლებზე.

ანაზღაურება:

გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ხელფასი - 400 ლარი;
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ - ფიქსირებული 400 ლარი, გეგმის შესრულების შემთხვევაში, ასევე, ბონუსი - 600 ლარამდე, გეგმის გადაჭარბებისას - დამატებითი ბონუსი.

დამატებითი ბენეფიტები:

** საწვავით უზრუნველყოფა;
** სატელეფონო ულიმიტო სასაუბრო დროთი უზრუნველყოფა;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ, შაბათს - 15 საათამდე

მისამართები:
ქ.თბილისი, პეტრე იბერის 16
ქ.ქუთაისი, პუშკინის 12
ქ.ბათუმი, თაყაიშვილის 28
ტელ: 591 45 05 80

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@copala.ge

კანდიდატები გაივლიან მხოლოდ გასაუბრებას.

სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "subject"-ში მიუთითეთ "კოპალა მარკეტის დისტრიბუტორი"-ს პოზიცია შესაბამის ქალაქში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |