www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

შპს "ელვარე" (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 17 000 კვმ (მათ შორის 7000კვმ საწარმოო, 1700 კვმ სასაწყობე) ფართზე.

კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 6 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და საქართველოში ლიდერი პოზიციების დაკავება.

დაქვემდებარება: გენერალური დირექტორი
დაქვემდებარებული ერთეულები: მთავარი ბუღალტერი, ბუღალტერი, ფინანსური ანალიტიკოსები, ინვენტარიზაციის სპეციალისტი

მისია: ფინანსური დირექტორის მთავარი საზრუნავია ხელი შეუწყოს კომპანიაში სწორი სტრატეგიული და ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ციფრებზე დაყრდნობით.

საკვანძო ფუნქციები:

1. საგადასახადო აღრიცხვა/ანგარიშგება

** საგადასახადო აღრიცხვის IFRS სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** საგადასახადო კონსულტანტებთან და აუდიტორებთან კოოპერაცია

2. მენეჯერული აღრიცხვა/ბიზნეს ინთელიჯენსი

** ინფორმაციის მომხმარებლების საჭიროებების მოკვლევა
** ბიზნეს კრიტიკული KPI ების ჩამოყალიბება/განახლება
** MIS სისტემის დიზაინი და იმპლემენტაცია
** სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება/განახლება/ენფორსმენტი
** ინტერაქტიული დეშბორდების შექმნა/განვითარება
** მონაცემების დროულობისა და სანდოობის უზრუნველყოფა

3. ინვესტორებთან/ბანკებთან ურთიერთობა

** ანგარიშგებების მომზადება დაინტერესებული მხარეებისთვის
** ინვესტორებთან/ბანკებთან მოლაპარაკებების წარმართვა

4. საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეფასება

** კაპიტალური დანახარჯების ბიუჯეტის მომზადება
** საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეფასება

5. ბიუჯეტირება და კონტროლი

** კომპანიის მასშტაბით ბიუჯეტირების პროცესის ორგანიზება
** ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება, გადახრების ანალიზი
** ბიუჯეტში ცვლილებების ინიცირება/დამტკიცება
** ქეშ მენეჯმენტი

6. საოპერაციო რისკების შემცირება

** შიდა აუდიტის პროცედურების ჩამოყალიბება/გაუმჯობესება
** საოპერაციო რისკების გამოვლენა და რეაგირება

7. დებიტორული დავალიანებების მართვა

** დებიტორული დავალიანების მართვის პოლიტიკის ჩამოყალიბება/ენფორსმენტი
** პრობლემური აქტივების მართვა

მთავარი KPI -ები:

** Net Profit
** Provisionings (bad debts)
** WACC
** Free Cash
** AR Turnover

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MBA ხარისხი ფინანსების განხრით
** სამუშაო გამოცდილება ფინანსებში 5+ წელი
** ხელმძღვანელ პოზიციაზე (ფინანსების განხრით) მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება
** BI/ERP სისტემების დანერგვის/მუშაობის გამოცდილება

გამოაგზავნეთ განაცხადი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |