www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზოგადი პროფილის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯითი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

შპს "ჯითი", რომელიც ახორციელებს ბიზნეს ოპერაციების "აუთსორსინგს", აცხადებს ვაკანსიას ზოგადი პროფილის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა)
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი/ სრული
ანაზღაურება: საათობრივი

მოვალეობები:

** ინფორმაციულ ბაზებთან მუშაობა, ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, აღრიცხვა და შენახვა
** ფოტოების საბაზისო დონეზე დამუშავება, ზომისა და ფორმის ცვლილება
** "ქლაუდ" სერვისებთან მუშაობა
** სხვადასხვა სარეკლამო საიტებზე განცხადებების განთავსება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა და კომპიუტერული უნარ-ჩვევები ((MS Office, Windows, Google Sheets, CRM)

უნარები:

** პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზებულობის მაღალი ხარისხი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინფორმაციის სწრაფად დამუშავების და დროის ეფექტურად განაწილების უნარი

შერჩევაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნოთ CV: https://gtllc.bamboohr.com/jobs/view.php?id=37

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაკეთებული განაცხადი დამუშავდება და განიხილება მიმდინარე ვაკანსიაზე შერჩევის წარმოებისთვის. განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პირადი მონაცემები გამოყენებული იქნას კომპანიის მიერ შერჩევის პროცესის წარმართვისთვის. თქვენი განაცხადი აპლიკანტთა ბაზაში შეინახება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |