www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის კოორდინატორის ასისტენტი/დასაქმების კონსულტანტი
მომწოდებელი: აფხაზინტერკონტი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

ააიპ "ფონდი აფხაზინტერკონტი" (AIC) ერთ-ერთი წარმატებული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წლიდან საქმიანობს დასავლეთ საქართველოს იმერეთის, რაჭა, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში. ამჟამად ორგანიზაცია რეგიონში ახორციელებს პროექტებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არის ორიენტირებული (დონორები UNDP, EU, IOM). www.aic.org.ge; Facebook: "ფონდი აფხაზინტერკონტი"

ორგანიზაცია, პროექტის: სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის ასისტენტის/დასაქმების კონსულტანტის თანამდებობაზე რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში (ქ. ამბროლაური). (დონორი ევროკავშირი).

ძირითადი მოვალეობები:

** საინფორმაციო საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება, ბენეფიციარებთან შეხვედრები, მონაცემთა ბაზის შექმნა, შეხვედრების ორგანიზება, ბენეფიციართა შეფასება, საჭიროების დადგენა და რისკების შემცირება.
** ბენეფიციართა გაძლიერებისაკენ მიმართული ღონისძიებების/აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, პროექტით გათვალისწინებული სერვისებთან ბენეფიციარებთან დაკავშირება, საბუთების მოწესრიგება.
** საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20 წლიდან 40 წლამდე;
** გამოცდილება და უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** გამართული ქართული წერა;
** აუცილებელია ერთი რომელიმე უცხო ენების საბაზისო ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა; Word, Excel;
** კარგად იცნობდეს სამოქალაქო სექტორს მუშაობას და სურვილი იმუშაოს აღნიშნულ სექტორში. კარგად იცნობდეს რეგიონს.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
აკურატულობა და პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: სრული 9:30-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო გარემო;
** უნარ ჩვევების და კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივი შესაძლებლობა, მონაწილეობა ტრენინგ სემინარებში, ოფიციალურ შეხვედრებში, ვიზიტები რეგიონს შიგნით და რეგიონს გარეთ. კანდიდატს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს უფრო მაღალ პოზიციაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგი საბუთები:

** კანდიდატის CV
** მოტივაციის წერილი (რატომ გსურთ მუშაობა სამოქალაქო სექტორში და აღნიშნულ პოზიციაზე)
** ერთი ან ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია ( სახელი გვარი, ტელეფონი ან ელფოსტის მისამართი)

საბუთების წარდგენის ვადა: 2021 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით, დღის 18:00 საათამდე. შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Archil_elbakidze@yahoo.com ან დახურულ კონვერტში მისამართზე: ამბროლაური, დ. აღმაშენებლის #24, ფონდ აფხაზინტერკონტის ოფისში. საკონტაქტო პირი -ბესარიონ მურუსიძე
(ტელ: 599 17 61 72).

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროექტის კოორდინატორის ასისტენტი, დასაქმების კონსულტანტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |