www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: გრინვოში
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

კომპანია "გრინვოში" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

"გრინვოში" არის სტარტაპი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილების თვითმომსახურებით რეცხვის სერვისს. გრინვოშის ცენტრები იფუნქციონირებს თბილისის რამდენიმე უბანსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: მხარეთა შეთანხმებით, 40 საათი კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური მენეჯერის ასისტირება ტექნიკური და ადმინისტრაციული მიმართულებით;
** სერვის ცენტრების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** სერვის ცენტრებში გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელება;
** გამოვლენილი ხარვეზების შესახებ შესაბამისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების პირების ინფორმირება დაუყოვნებლივ;
** მოწყობილობების კალიბრაციის პროცესის მართვა და კონტროლი;
** კლიენტებთან ურთიერთობა და პრობლემატური შემთხვევების ეფექტურად მართვა;
** სერვის ცენტრებში არსებული სარეცხი და საწმენდი საშუალებების მარაგების კონტროლი და შეკვეთების დროულად განხორციელება;
** ავტოსამრეცხაოს ზედამხედველების მონიტორინგი და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში დროული და ადეკვატური რეაგირება;
** საჭიროების შემთხვევაში, ზედამხედველის ჩანაცვლება;
** კომპანიის შიდა პროცედურების და რეგულაციების დაცვა;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილის ყოლა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwash.ge 2021 წლის 01 ოქტომბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ტექნიკური მენეჯერის ასისტენტი.

კომპანია "გრინვოშში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვოშის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |