www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი - რეზერვი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 სექტემბერი

შპს "ამბოლი" წარმოადგენს "Georgia Capital PLC" (https://georgiacapital.ge) ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge | www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სარეზერვო მოლარე-ოპერატორი კვირაში 4 დღე ცვლის ძირითად მოლარე-ოპერატორებს, 2 სხვადასხვა ფილიალში.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (კვირაში 4 დღე).

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა;
** სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი);
** სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება;
** დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ნაღდ ვალუტასთან მუშაობის უნარი.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2021 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "სარეზერვო მოლარე-ოპერატორი".

კომპანია "ამბოლში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |