www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თელიანი ველი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

სს "თელიანი ველი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა და კოორდინირება;
** საქართველოსი ღვინის ბაზრის ანალიზი და მონიტორინგი;
** კომპანიის საფასო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** წლიური გაყიდვების გეგმის შემუშავება და ყოველთვიური განახლება;
** კომპანიის გაყიდვების გეგმის რეალიზაციის მონიტორინგი;
** კომპანიის ბაზრის წილის ზრდაზე ზრუნვა;
** ობიექტებისათვის კომერციული პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროებისამებრ ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პარტნიორებთან ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება ზრუნვა, შემდგომი შენარჩუნება და განვითარება;
** კონკურენტი კომპანიების აქტივობების მონიტორინგი და მათი გაყიდვების ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში მარკეტინგული აქტივობების განხორციელება;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად წლიური სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კომპანიისა და მისი ბრენდების ცნობადობის ზრდასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** სავაჭრო მარკეტინგული ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საქართველოს მასშტაბით მივლინებები ბაზრის მონახულებისა და ანალიზის მიზნით;
** გაყიდვების გუნდის კოორდინირება;
** შესაბამისი ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
** კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი;
** ღვინის ბიზნესში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის, გაყიდვების ან ექსპორტის მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (სხვა დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა.

სხვა დამატებითი მოთხოვნები:

** გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების ცოდნა;
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
** ბიუჯეტირების და საგადასახადო კუთხით ზოგადი ცოდნა;
** პროცესების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებულობა.

გარანტიები:

** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
** შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@telianivalley.com. ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

სს "თელიანი ველი"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |