www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის გუნდის ლიდერი
მომწოდებელი: My.ge
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"My.ge", რომელიც ქართულ ინტერნეტ ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი ქვებრენდებით: Myauto, Mymarket, Myhome, Myparts, Myjobs, Myads, MyTravel, Swoop - გეძებს შენ , My.ge-ს მარკეტინგის გუნდის ლიდერს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
სამუშაო დღის დასაწყისი: 10:00-დან 19:00 საათამდე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 8 საათი+1 საათი დასვენება;
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 6 day off წელიწადში.

ფუნქცია - მოვალეობები:

** პროდუქტის მფლობელებთან, გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდთან ერთად კომპანიის პროდუქტების მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა;
** კონტრიბუციის გაწევა, მარკეტინგის, გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების ამოცანების გადაჭრა კომპანიაში;
** პროდუქტის მფლობელებთან და მარკეტინგის გუნდთან ერთად მუშაობა, რათა დაეხმაროს გრძელვადიანი და მოკლევადიანი roadmap-ის შექმნაში/მართვაში;
** მარკეტინგის გეგმის ხელმძღვანელობა და თვალყურის დევნება მისი გაზრდის შესაძლებლობებისთვის;
** მარკეტინგული ბიუჯეტის განსაზღვრა მიზნებისა და KPI-ის შესაბამისად;
** ტენდენციებისა და შეხედულებების განსაზღვრა, ხარჯების ოპტიმიზაცია და შესრულება ხედვის საფუძველზე;
** გაყიდვების გუნდის დახმარება განსაზღვრული მიზნების მიღწევაში;
** პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერთან ერთად ბრენდის პოზიციონირების გაუმჯობესება;
** გამართვა და დასტიმულირება ონლაინ კონტენტის, შინაარსის გაუმჯობესება, გუნდთან ერთად;
** სოციალური მედიის, SEO-სა და Google Analytics-ის შედეგების გაანალიზება და გაუმჯობესება, გუნდთან ერთად;
** თვალის დევნება ციფრულ ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებებსა და ტრენდებზე;
** დაეხმაროს მარკეტინგის გუნდს კამპანიის სასიცოცხლო ციკლისა და მარკეტინგული სტრატეგიის შექმნაში/განვითარებაში;
** მარკეტინგის გუნდის მართვა , ხელმძღვანელობა და მოტივირება მათი მიზნების მისაღწევად;
** გუნდის ჭრილში თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრისა და შერჩევის პროცესში ჩართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგში, კომუნიკაციებში ან მომიჯნავე დისციპლინაში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის გუნდის ლიდერის პოზიციაზე;
** მარკეტინგული სტრატეგიის, არხების და ბრენდინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მულტიბრენდულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** Digital Advertising-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება ;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ორგანიზებული;
** ინტერპერსონალური უნარები;
** ლიდერობის უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** კონტენტის შექმნის უნარი.

ბენეფიტები, რომელსაც კომპანია სთავაზობს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** დაგროვებითი პენსიის 4% იფარება კომპანიის მხრიდან.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@my.ge. გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |