www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - მენეჯმენტი 2021
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს "მენეჯმენტი 2021".

მიზანი
ტრენინგის მიზანია მსმენელმა მოახერხოს ორგანიზაციის ეფექტური მართვა, განვითარება და მისი წარმატების უზრუნველყოფა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მართვის მექანიზმებისა და მოდელების, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე.

ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი ან პოტენციური მენეჯერებისთვის, რომლებიც საკუთარი საქმიანობის წამოწყებას და/ან განვითარებას გეგმავენ.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.

თემატიკა:

** მართვა/მენეჯმენტი - ციკლის განხილვა და ანალიზი (პოლიტიკის განსაზღვრა, დაგეგმვა, ორგანიზება, მონიტორინგი)
** მართვა, როგორც ხელოვნება და მენეჯმენტი, როგორც ორგანიზაციის განვითარების ინსტიტუციური პროცესების ერთობლიობა
** რესურსების მართვა - რესურსების ანალიზის მოდელები და რაციონალური მართვის მექანიზმები. დროის მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად, სამუშაოს დაგეგმვის, პროგრამირების და ბიუჯეტირების სისტემის ანალიზი PPBS
** ორგანიზაციის პოლიტიკის განსაზღვრა - ტენდენციებისა და სტრატეგიული ანალიზის საფუძველზე, ორგანიზაციის პოლიტიკისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, მისიის მიზნებისა და ამოცანების ფორმულირება; (PESTEL-M სტრატეგიული ანალიზის მოდელი)
** სტრატეგიული დაგეგმვა - ალტერნატივების ანალიზი და ეფექტური გეგმების შემუშავება (მოკავშირეთა ანალიზის მატრიცა, მაკნამარას მოდელი)
** ორგანიზაციის მართვის დოკუმენტების მიმოხილვა (პრაქტიკული სავარჯიშოები, ორგანიზაციის მართვისთვის საჭირო დოკუმენტების განსაზღვრა)
** ცვლილებების მართვა - მოდელების განხილვა; ორგანიზაციის ცვლილებების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზი - PESTORP, ცვლილებების მართვის მექანიზმები
ორგანიზაციული და სამუშაოს ანალიზი - ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება; სამუშაოთა კლასიფიკაცია (მართვის დონეებისა და პასუხისმგებლობების მიხედვით, მატრიცის შემუშავება)
** ორგანიზაციული კულტურის ანალიზი და ორგანიზაციული ქცევა
** ადამიანური რესურსები მართვა - ციკლის მიმოხილვა, კომპეტენციების და ქცევის მართვა
გადაწყვეტილების მიღება, პროცესი და მოდელები
** ლიდერობა და მენეჯმენტი - განსხვავებული ფორმები, როლი და მახასიათებლები
** გენდერი და ეთიკა - მასთან დაკავშირებული პროცესები ორგანიზაციაში
** ეფექტური კომუნიკაცია - ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
** მოტივაცია - მოდელები და პრაქტიკული მექანიზმები, ფარული ფაქტორები

სწავლების მეთოდები:

პროგრამის განმავლობაში შეისწავლება თეორიული მასალა, მოხდება ქეისების, მაგალითების განხილვა და ანალიზი. მსმენელები პრაქტიკულად იმუშავებენ სხვადასხვა დოკუმენტის, მართვის მექანიზმების შემუშავებაზე, იგეგმება სიმულაციური და როლური თამაშები.

ტრენერი: თეა ნიკოლაშვილი

ტრენერი და კონსულტანტი მენეჯმენტის და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.

ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგების და სასწავლო პროცესის მართვის 11 წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება (მათ შორის 12 წელი მაღალ მენეჯერულ თანამდებობებზე)

ლონდონის CIPD კომპანიის მიერ საერთაშორისოდ სერტიფიცირებული სწავლებისა და ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი, CIPD ასოციაციის წევრი

განრიგი:

** ტრენინგის დასაწყისი: 21 სექტემბერი
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 საათი(8 შეხვედრა)
** ტრენინგების პერიოდულობა: სამშაბათი, ხუთშაბათი
** ჩატარების დრო: 19:00-22:00

საფასური და რეგისტრაცია:

** ტრენინგის საფასური - 700 ლარი
** გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი თანამშრომლის შემთხვევაში მოქმედებს 10% ფასდაკლება

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნანუკა სუჯაშვილი
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 599457447
ტელ.: 2377777 (433)
ელ-ფოსტა: nsujashvili@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |