www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ხოხობი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

სასტუმრო "ხოხობი" (აბანოთუბანი) აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ელ.ფოსტის ადმინისტრირება და შემოსული ინფორმაციის ანალიზი;
** ჯავშნების მიღება და საჭიროების შემთხვევაში, გაუქმება;
** სტუმრების მიღება-განთავსების უზრუნველყოფა;
** საპასპორტო მონაცემების რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ბარათის შევსება და სტუმრების ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** გასაღებების გაცემა უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად;
** საჭიროებისამებრ, ოთახების განაწილება სტუმრების მოთხოვნების შესაბამისად;
** სტუმრებისა და/ან პოტენციური სტუმრებისათვის, ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და ა.შ. შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (უპირატესია);
** სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა (უპირატესია);
** ინგლისური და რუსული (სასურველია) ენების ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** მოწესრიგებული
** ორგანიზებული
** განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: buba@khokhobi.com

საკონტაქტო პირი: ბუბა კაციტაძე, 598 598769, 555 137371.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |