www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აუდიტორული კომპანია TMC
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

აუდიტორული კომპანია "TMC" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"TMC" ემსახურება თავის მომხმარებელს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე აუდიტორული, საბუღალტრო, იურიდიული, საკონსულტაციო, საბაჟო-საბროკერო და საშემფასებლო მომსახურებებით. კოლექტივი გამოცდილი და მაღალკვალიფიციურია, ხოლო გარემო მეგობრული, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, განივითაროთ და შეიძინოთ ახალი უნარ-ჩვევები, გაიღრმავოთ ცოდნა და გადადგათ ნაბიჯი თქვენი კარიერული წინსვლისთვის.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საბუღალტრო პროგრამების - ბალანსი და 1C ცოდნა;
** rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები: ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.

აუცილებელი უნარები:

** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00.
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე
ანაზღაურება: დარიცხული 1500 ლარი
სამუშაო ადგილი: ლილოს მიმდებარე ტერიტორია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com და "Subject"-ში მიუთითოთ ამ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |