www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება - ვიდეო მემონტაჟე
მომწოდებელი: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა" აცხადებს სტაჟირებას ვიდეო-მემონტაჟის პოზიციაზე, ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტში.

სტაჟირების მიზანია მოტივირებული კანდიდატის მოძიება, რომელსაც სურს მიიღოს სამუშაო გამოცდილება ვიდეო მონტაჟის მიმართულებით, კანდიდატი ჩართული იქნება ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტების აქტივობებში.

თქვენი საქმიანობა იქნება:

** მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების დამზადება;
** ვიდეოს დაჭრა, შინაარსობრივად გამართვა;
** ვიდეოს რედაქტირება, ხმისა და ფერების კორექცია-დაბალანსება;
** ვიზუალური და აუდიო მასალების მოძიება.

გამოგვიგზავნე რეზიუმე თუ ფლობთ შემდეგ პროგრამებს: Davinci Resolve, Adobe Premiere.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კრეატიულობა
** ოპერატიულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@gcci.ge, დანიშნულებაში, სათაურად მიუთითეთ სტაჟირება ვიდეო-მემონტაჟე.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 14 ოქტომბერი.

საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა მხარს უჭერს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებსა და სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილების მიღება ხდება აპლიკანტის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით და არა რასის, კანის ფერის, ნაციონალობის, რელიგიის, გენდერის ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის ან რაიმე სხვა მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |