www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 28 სექტემბერი

"ლიბერთი" - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული რისკების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკის საკრედიტო კომიტეტის სტრუქტურისა და უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოს საკრედიტო რისკების ანალიტიკის განყოფილებაში შემოსული განაცხადების განხილვა, დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა და გადაწყვეტილების მიღება;
** ცალკეული კორპორატიული სესხების და მთლიანი საკრედიტო პორტფელის საკრედიტო რისკების შეფასება და ანალიზი;
** საკრედიტო პროექტის საკრედიტო რისკების შესახებ დასკვნების მომზადება და საკრედიტო კომიტეტისათვის წარდგენა;
** საკრედიტო პორტფელში არსებული სესხების დროული და ხარისხიანი მონიტორინგის ზედამხედველობა ამა თუ იმ აქტიურ სესხზე (ან სხვა საკრედიტო პროდუქტზე) რისკების წარმოშობის დროული იდენტიფიკაციითა და სამოქმედო გეგმის შემოთავაზებით;
** ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, კონკრეტული სექტორების ანალიზი;
** ყოველთვიურად საკრედიტო პორტფელზე ვადაგადაცილებების და ეროვნულის გაუფასურების რეზერვების მართვა /მოსალოდნელი ცვლილებების გადახედვა;
** საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების ზედამხედველობის ფარგლებში შემუშავებული სტანდარტებისა და პრინციპების დაცვა და ეროვნულის მიერ მოთხოვნილი ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
** საკრედიტო პორტფელზე გაუფასურების რეზერვის დადგენა IFRS-ის მიხედვით.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში;
** სასურველია ფინანსურ/საინვესტიციო ანალიტიკოსად/ფინანსური რისკების მენეჯერად /ფინანსების კუთხით მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საბანკო სექტორში ბიზნეს დაკრედიტების სფეროში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** კორპორაციული ფინანსების, ფინანსური უწყისების ანალიზის და ფინანსური აქტივების შეფასების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Word-ის და MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

აუცილებელი უნარები:

** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა და სამუშაოს ვადებში შესრულება;
** მოტივაცია და ენერგიულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
** ბანკის კორპორაციული ღირებულებების დაცვა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2021 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებგვერდზე https://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |