www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: კულინარი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "კულინარი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** არსებულ სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტი და შეკვეთების მიღება;
** შეკვეთების შესაბამისად სავაჭრო ობიექტების მომარაგებისა და პროდუქციის უწყვეტობის კონტროლი;
** გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვება და ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებზე პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის ვადების, განლაგებისა და ვიზუალური იერსახის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი და გაყიდვების ანალიტიკის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გადადით მითითებულ ბმულზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://213.131.50.62:84/vacancy/0x813d0050568a71e611ec1555554cc446

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის. განცხადებების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 14 ოქტომბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |