www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: ეიჯი ინთერნეიშენალ კონსალთინგი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი" (www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია "Prime Global"-ის (www.primeglobal.net) წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 105-ზე მეტ ქვეყანაში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა/მიღება/შემოწმება/არქივირება
** ზედნადებების ატვირთვა
** აქტიური ზედნადებების დასრულება
** დოკუმენტაციის დაარქივება.

მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ვაჭრობის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** განათლება: საშუალო-სპეციალური საბუღალტრო-ეკონომიკური
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადებები, ფაქტურები) RS.ge-ზე
** კომპიუტერული პროგრამების (Office, Excel) ცოდნა
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა BALANCE -სთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული.

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: hr@agconsulting.ge 2021 წლის 30 სექტემბრამდე. ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "ბუღალტრის დამხმარე".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |