www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური სერვისებისა და მომსახურების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მულტი საოჯახო ოფისი ველსი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

სს "მულტი საოჯახო ოფისი საქართველოს უნივერსიტეტი და ველსი" აცხადებს ვაკანსიას Forex-ის, ფინანსური სერვისებისა და მომსახურების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

თუ თვლით რომ ხართ მოტივირებული, მიზანდასახული, კომუნიკაბელური, ასევე განვითარებასა და ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული, მაშინ გელოდებით!

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შედგენა, მისი ეფექტური დანერგვა და მუდმივი კონტროლი
** პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან/მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმართვა
** მომხმარებლების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი
** შესრულებული სამუშაოს შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის(რეპორტინგი)
** არსებული ან/და პოტენციური პარტნიორებისთვის კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სერვისების შესახებ
** კომპანიისა და მისი პროდუქტების ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, სოციალური მეცნიერებების, ჟურნალისტიკის მიმართულებით)
** საოფისე პროგრამების დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
** გამოცდილება მომსახურების სერვისის ხარისხის ამაღლების კუთხით
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ფლობა
** პიროვნული მახასიათებლები:
** გამართული, სასიამოვნო და დამაჯერებელი მეტყველების უნარი
** ეფექტური პრეზენტაციის უნარი
** ორგანიზებული და მოტივირებული
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი
** როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად ეფექტურად მუშაობის უნარი

ბენეფიტები, რომელთაც ჩვენ გთავაზობთ: მაღალი ანაზღაურება + მოქნილი საბონუსე სისტემა, საინტერესო სამუშაო გარემო და მუდმივი განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV(ფოტოსურათით) არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა, შემდეგ მისამართზე: vacancy@ugw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |