www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

2014 წელს საქართველოს მთავრობას და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის, გაფორმდა დაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 50 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფას, შერჩეულ არეალებში ირიგაციის და დრენაჟის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროგრამისათვის წესების და პროცედურების შემუშავების მიზნით. ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების (ILMD) პროექტის პირველი კომპონენტი (ირიგაციის და დრენაჟის გაუმჯობესება) ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო მეორე კომპონენტი (მიწის ბაზრის განვითარება) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით. მესამე კომპონენტი არის პროექტის მართვა.

საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელების საფუძველზე საქართველომ და მსოფლიო ბანკმა (რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკმა) გააფორმა შეთანხმება 18.2 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი დაფინანსების გამყოფის შესახებ (ა) საირიგაციო და სადრენაჟო მომსახურების გასაუმჯობესებლად შერჩეულ ფართობებზე და (ბ) სტრატეგიის, პროცედურების და სისტემების გაუმჯობესება, რაც საფუძველს შექმნის მიწის მართვის ეროვნული პროგრამისთვის.

პროექტის ფარგლებში განახლდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის და სარეგისტრაციო პროგრამები, განხორციელდება:

(i) სისტემური რეგისტრაციის ოპტიმიზაცია/ინტეგრაცია, საჯარო რეესტრის ინფრასტრუქტურის და სტატისტიკის მხარდაჭერა. (პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, სისტემური რეგისტრაციის ავტომატიზაციის მიზნით);
(ii) საჯარო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების შეფასება;
(iii) საჯარო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათ შორის სერვერული ინფრასტრუქტურის განახლება, შეფასების ანგარიშის საფუძველზე;
(iv) უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება (სისტემის არქიტექტურის დიზაინის ცვლილება და განვითარება, რომელიც დაფუძნებული იქნება ახალ ტექნოლოგიებზე და უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას და ეფექტურობას);
(v) საჯარო რეესტრის IT გუნდის ტრენინგი.

სისტემური რეგისტრაციის ოპტიმიზაცია/ინტეგრაციის, ინფრასტრუქტურის და სტატისტიკის მხარდაჭერა განხორციელდება საჯარო რეესტრის In-house ჯგუფის მიერ, მუშაობაში გამოყენებული იქნება თანამედროვე IT მიდგომები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, პროცესში გამოყენებული იქნება Agile მეთოდოლოგია.
საჯარო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათ შორის სერვერული ინფრასტრუქტურის განახლდება საჯარო რეესტრის ინფორმაციული ტექნოლოგიების შეფასების ანგარიშის საფუძველზე, რომელიც მოიცავს: i. არსებული ტექნიკური და კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის შეფასება; ii. ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვა და მენეჯმენტი; iii. ინფორმაცია და კიბერ-უსაფრთხოების შეფასება). საჯარო რეესტრის გუნდის წევრებს ჩაუტარდებათ, პროფესიული Agile და Scrum ტრენინგები.
დაიწყება უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება Agile მეთოდოლოგიით. მიზნის მისაღწევად, შეიქმნება მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (Minimum Viable Product - MVP) კონცეფცია, რომელიც განახლდება იტერაციული პროცესის გზით. პროგრამული უზრუნველყოფაში ინტეგრირებული იქნება ბიზნეს პროცესების მართვის (BPM) ელემენტები.

"საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო", მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის" მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის დამატებით დაფინანსების ფარგლებში, აცხადებს ბიზნეს ანალიტიკოსის (დოკუმენტირების მიმართულებით) ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნესის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად უნდა შეიმუშაოს IT-ის ახალი გადაწყვეტილებები. შესრულებული სამუშაო შეიძლება იყოს გარე ან შიდა კლიენტისთვის (მაგალითად, დეპარტამენტი / განყოფილება იმავე ორგანიზაციაში).
** კლიენტთან მჭიდრო თანამშრომლობისას, ანალიტიკოსმა უნდა შეისწავლოს არსებული ბიზნეს მოდელები და მონაცემთა ნაკადები, მიღებული განიხილოს კლიენტთან და შესთავაზოს მას გაუმჯობესებული IT გადაწყვეტა.
** შეიმუშაოს IT სისტემების ახალი დიზაინი, დააკონკრეტოს ის ოპერაციები, რომელსაც სისტემა განახორციელებს, მონაცემები, რომელსაც მომხმარებელი დაინახავს. დიზაინი წარუდგინოს კლიენტს დასამტკიცებლად; ამის შემდეგ მჭიდროდ იმუშავებს კლიენტის გუნდთან ერთად გადაწყვეტილების განსახორციელებლად.

ტიპური სამუშაო აქტივობები:

სისტემური ანალიტიკოსების უმეტესობა მუშაობს IT ტიპის სპეციფიკურ სისტემაზე, რომელიც განსხვავდება ორგანიზაციის ტიპზე. სამუშაო საქმიანობა ასევე დამოკიდებულია ორგანიზაციის ზომაზე და ბუნებაზე, მაგრამ ჩვეულებრივ მოიცავს:
** ინტენსიურად მუშაობა გარე ან შიდა კლიენტებთან;
** ინფორმაციის შეგროვება არსებული ან შემოთავაზებული სისტემების გასაანალიზებლად და შესაფასებლად; მონაცემთა დამუშავების საჭიროებების დასადგენად არსებული ან შემოთავაზებული ბიზნეს პროცედურების ან პრობლემების ანალიზი და შეფასება;
** კლიენტის მოთხოვნების თარგმნა კონკრეტული პროექტის ზედა დონის მახასიათებლებით;
** სისტემური შესაძლებლობების და პროცესების ნაკადების ამსახველი დეტალური დიაგრამების მომზადება;
** აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების, შეძენის და გამოყენების კვლევა და რეკომენდაცია;
** პოტენციური გადაწყვეტილებების ვარიანტების გამოვლენა და მათი ტექნიკური და ბიზნესის ვარგისიანობის შეფასება;
** კონკრეტული წინადადებების შემუშავება მოდიფიცირებული ან შემცვლელი სისტემებისთვის;
** პროექტის მიზანშეწონილობის ანგარიშების მომზადება;
** კლიენტებისთვის წინადადებების წარდგენა;
** დეველოპერებთან და სხვადასხვა საბოლოო მომხმარებლებთან მჭიდრო თანამშრომლობა ტექნიკური თავსებადობისა და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველსაყოფად;
** სრული სისტემის ტესტირების გრაფიკის და სატესტო სცენარების შედგენა;
** ახალი სისტემის დანერგვის ზედამხედველობა;
** სისტემის დოკუმენტაციის და მომხმარებლის სახელმძღვანელოების დაწერა;
** ახალი სისტემის მომხმარებლებისათვის ტრენინგის ჩატარება.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lmd@napr.gov.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |