www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Moore Abc
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია - "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" წარმოდგენილია 112 ქვეყანაში, 600-ზე მეტი ოფისით და 30 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com).

სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად, ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებით კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა ტრენინგებით და მასტერკლასებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობით.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები და იყავი წარმატებული შენს საქმეში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ელექტრონული ფორმით წარდგენა;
** ყოველთვიური ფინანსური უწყისებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების/კრედიტორების კონტროლი;
** წერილობითი მოხსენების მომზადება კრიტიკულ საკითხებზე;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე საქმის დელეგირება და მათ მიერ შესრულებული საქმის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსურ სფეროში;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ნამუშევარს);
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამა ბალანსის და ორისის ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილების ქონა;
** სასურველია ACCA სერტიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@moore.ge 2021 წლის 15 ოქტომბრამდე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |