www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები დეპარტამენტის მონიტორინგის ოფიცერი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია - სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს თბილისში მიმღები დეპარტამენტის მონიტორინგის ოფიცრის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მენეჯმენტთან მაღაზიაში მიმდინარე პროდუქციის მიღების პროცესის მონიტორინგი და ეფექტიანობის შეფასება/აუდიტი დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით
** მიღების პროცესის შეფასება სიზუსტისა და ხარისხის განმსაზღვრელი პარამეტრების მიხედვით
** შეფასების შედეგად არსებული რეალობის ამსახველი ანგარიშების მომზადება
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება
** არსებული ხარვეზების მიზეზების კვლევა და დაძლევის სტრატეგიების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება
** პროდუქციის მიღების პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა

მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
** საწყობის სპეციფიკისა და პროდუქციის მიღების პროცესების ზედმიწევნით ცოდნა
** საწყობის ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმების ცოდნა
** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშობის უნარი
** ასერტიულობა - მოსაზრების ნათლად და მტკიცედ გამოხატვის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია
** ინგლისური ენა (B1)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამები

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მიმღები დეპარტამენტის მონიტორინგის ოფიცერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |